პოლიტიკა
თბილისი. 14 სექტემბერი. საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ პრეზიდენტ სააკაშვილისა და ქართველი დიპლომატების შეხვედრის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
„შეხვედრაზე პრეზიდენტმა ჩვენი მუშაობა შეაფასა. მან სამინისტროსა და ჩვენი დიპლომატიური კორპუსის დონე დადებითად შეაფასა, თუმცა 2012 წლის სირთულეებზე და იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ ჩვენი მუშაობა ხარისხობრივად სხვა დონეზე უნდა გადავიდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი დღეს ჩვენით უკმაყოფილოა, თუმცა თუ 2012 წელსაც იმავე დონეზე დავრჩით, მაშინ პრეზიდენტთან ერთად ხალხიც უკმაყოფილო იქნება“, – განაცხადა ვაშაძემ და დასძინა, რომ „2012 წელი ქართული დიპლომატიისთვის მძიმე იქნება“. შეგახსენებთ, რომ უცხო ქვეყნებში აკრედიტებული ქართველი დიპლომატები რამდენიმე დღეა, საქართველოში იმყოფებიან. ამბასადორიალის ფარგლებში მათი მუშაობა ფასდება და მომავალი სამოქმედო გეგმები და პრიორიტეტები ისახება. თბილისში მიმდინარე ამბასადორიალი დღეს დასრულდება.