საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. ნატო-ს მოკავშირეები სულელურ შეცდომას უშვებენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ს ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით არანაირი დახმარება არ სჭირდება.
„ჩვენ ისინი არ გვჭირდება, მაგრამ ისინი იქ უნდა ყოფილიყვნენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, დონალდ ტრამპის თქმით, ნატო-ს მოკავშირეები მხარს უჭერდნენ აშშ-ის ქმედებას. ასევე, აღნიშნა, რომ ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი იყო ირანიდან მომდინარე ბირთვული საფრთხის აღმოფხვრა.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკამ ეს „ძალიან ძლიერად“ გააკეთა და აღნიშნა, რომ მათ ირანის სამხედრო, საზღვაო და საჰაერო ძალები გაანადგურეს.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის კომენტართან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, საფრანგეთი არ შეუერთდება ჰორმუზის სრუტეში ოპერაციებს, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ „ის მალე თანამდებობას დატოვებს“.