პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანი: ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გამოვთქვი შეშფოთება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული ვითარებით

 საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. საქართველოდან არანაირი მოთხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს საერთო დღის წესრიგი, რომელზეც ვმუშაობთ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელს კითხვა დაუსვეს, იყო თუ არა საქართველოდან მოთხოვნა, ევროპარლამენტში გამოსვლისას ეხსენებინა, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაყინული პოლიტიკური დიალოგი იყო.

ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გამოვთქვი ჩემი შეშფოთება, რადგან ჩვენ გულწრფელად შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით, ეს ჩვენ გვაშფოთებს“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: ჩვენ მოველით და ვითხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს, საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა“.