აქტუალური
თბილისი, 13 სექტემბერი, საქინფორმი. დუბაის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია „Flydubai“-მ 12 სექტემბერს განაცხადა, რომ დუბაი-თბილისი-დუბაის მიმართულებით რეისებს 4 ნოემბრიდან დაიწყებს.
ფრენები კვირაში ორჯერ განხორციელდება და ბილეთის ფასი ორი მიმართულებით 270 აშშ დოლარიდან დაიწყება.
კომპანიის განცხადებით, ფრენების დაწყებაზე ოფიციალური თანხმობა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილისგან დუბაიში მისი ვიზიტის დროს მიიღო.2008 წელს დაფუძნებული „Flydubai“ ფრენებს 40-ზე მეტი მიმართულებით ახორციელებს, მათ შორის, ბაქოსა და ერევანში.
როგორც ადრე იუწყებოდა საქინფორმი, „Qatar Airways“-იც აპირებდა საქართველოში ფრენების ნოემბრიდან დაწყებას, თუმცა აგვისტოში განაცხადა, რომ რეისების დაწყება 2012 წლის 1 თებერვლისთვის გადადო.