აქტუალური
თბილისი, 13 სექტემბერი, საქინფორმი. "წლის ბოლომდე საქართველო გახსნის მოლაპარაკებებს“ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ ევროკავშირთან, - განაცხადა საქართველოს ელჩმა ევროკავშირში სალომე სამადაშვილმა.
“ეს იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი და შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ძირითადი მიღწევა - ეს იქნება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დაწყება“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის ფარგლებში.“ხოლო მომავალი წლისთვის, ჩვენი მთავარი მიზანი არის უვიზო მიმოსვლის შესახებ დიალოგის დაწყება ევროკავშირთან“, – აღნიშნა მან.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო შეთანხმება, რომელმაც გარკვეული კატეგორიის საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის მიღების პროცედურა გაამარტივა, ძალაში 2011 წლის მარტში შევიდა რეადმისიის შესახებ შეთანხმების ამოქმედებასთან ერთად.