საზოგადოება
ექსპერტი კავკასიის საკითხებში სოფლის მეურნეობით დაკავდა
areshკახეთი, 13 სექტემბერი, საქინფორმი. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე კახეთში რეგიონში არსებულ პრობლემებს რეგიონული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან გაეცნო და აღნიშნა, რომ კახეთის რეგიონისთვის ყველაზე დიდ პრობლემად სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობა ითვლება. არეშიძის განცხადებით, არ არსებობს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რის გამოც ეს დარგი არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია. „ბევრი პრობლემაა საქართველოში, მათ შორის, რეგიონებში. ამ პრობლემებს ხშირად იწვევს არაინფორმირებულობა და გაუმჭვირვალობა. ზოგ შემთხვევაში ეს კომპონენტები ჩნდება მოუქნელი ადმინისტრაციული აპარატის გამო. ჩემი აქ ჩამოსვლის  მიზანია, გამოვიკვლიო ის განწყობები, რაც საზოგადოებაში არსებობს და შემდეგ დავსახოთ სამოქმედო გეგმები. კახეთის რეგიონისთვის ყველაზე დიდ პრობლემად სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობა ითვლება“, – აცხადებს მამუკა არეშიძე.