საზოგადოება
ფოთი, 13 სექტემბერი, საქინფორმი. ფოთში მშენებარე აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებნი აეროპორტთან მისასვლელი სათადარიგო გზის გახსნას მოითხოვენ. ამის მიზეზად ადგილობრივები მძიმეტონაჟიანი მანქანების გამუდმებულ მოძრაობას ასახელებენ. მათივე თქმით, ამან გზისპირას მცხოვრებთა სახლების კედლები დააზიანა.