პოლიტიკა
კუდავას განმარტებით, ნიკოლა სარკოზი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა. რაც შეეხება შეხვედრისას განსახილველ საკითხებს, ელჩის ცნობით, ერთ-ერთი თემა სარკოზი-მედვედევის შეთანხმების შეუსრულებლობა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება იქნება.
შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ვერა ქობალიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა ტიერი მარიანიმ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოში, დაახლოებით, ერთ თვეში ჩამოვა.