სამართალი
თბილისი, 12 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც „თეთრი მოძრაობის“ საორგანიზაციო საბჭო საქინფორმს ატყობინებს, დღეს დილით „ქართველი ემიგრანტების“ ლიდერ ზვიად ყუშიტაშვილს ფარული ნომრიდან დაურეკეს და დაემუქრნენ, რომ თუ იგი გამოვა სიტყვით სასტუმრო „სიმპათიაში“ გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე, მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული იქნება „გარკვეული ზომები“.