პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ქართული კოზირი – ბიძინა ივანიშვილი

   კარგი სიახლეცუდი სიახლეების არარსებობა

   ობიექტური წინაპირობების — თბილისისა და მოსკოვის პოლიტიკური ნებისგან დამოუკიდებელი გარემოებების — არსებობის მიუხედავად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში კარდინალურ ცვლილებებზე საუბარი დღეს არ გვიწევს მიზეზთა ერთობლიობის გამო და ეს არ არის ე.წ. „წითელი ხაზები“, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება. აღვნიშნავ, რომ საქართველოში ანტისამთავრობო ძალების ინსინუაციები, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში ტერიტორიების მიერთებას/დაბრუნებას აიგივებენ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებასთან, პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო ეროვნულ უსაფრთხოებას. საუბარია საქართველოში რადიკალური ოპოზიციის რუსოფობიურ დღის წესრიგზე, რომელიც დიდი ხანია მხილებულია, როგორც უცხოური გავლენის აგენტი, მაგრამ ყველას ზედიზედ აბამს კაზუისტიკურ კავზე - რუსეთი ოკუპანტია!“.

მოსკოვსა და თბილისს შორისამინდზემეტ-ნაკლებად პასუხისმგებელი რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უდავოდ აღიარებენ, რომ ჩვენს ქვეყნებს/ხალხებს შორის (რომლებიც ღვთიური განგებით მეზობლები, ოდესღაც ერთი კავშირის რესპუბლიკები და თანამემამულეები ვართ, ხოლო 2008 წლიდან არ გაგვაჩნია სახელმწიფოთაშორისი დიპლომატიური ურთიერთობები) დიპლომატიურ, ეკონომიკურ და სხვა თემატურ ტრეკებზე ცუდი სიახლეების არარსებობაც კი უკვე კარგი სიახლეა. მეტიც - ეს დიდი მიღწევაა, თუ რეტროსპექტივაში შევადარებთ პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის პერიოდს.

საკუთარი თავის და ტრამპის

   აშშ-ის სავარაუდო თუ არასავარაუდო დარტყმა ირანზე - დაბრუნდება თუ არა შინ ამერიკული სამხედრო არმადა აღმოსავლეთში „გასეირნების“ შემდეგ ისე, რომ ერთხელაც არ გამოჰკრას ხელი სასხლეტს; ვითარება უკრაინის ფრონტზე რუსეთის ტერიტორიაზე დრონების დაუცხრომელი შეტევებით; ურთიერთობების აწყობა ვაშინგტონთან, როდესაც ორი პრეზიდენტის წარმომადგენლები აქტიურად განიხილავენ სხვადასხვა ურთიერთხელსაყრელ მოდელებს, როგორიცაა „უდიდესი გარიგების“ გეგმა, რომელიც გულისხმობს სანქციების გაუქმებას ერთობლივი სავაჭრო-ეკონომიკური შეთანხმებებისა და დაახლოებით 12 ტრილიონი დოლარის ინვესტიციების სანაცვლოდ: ამ რანგის საკითხები იმყოფება დღეს მოსკოვის ყურადღების ცენტრში, რომელიც გაცილებით ფართოდ და შორს ფიქრობს, ვიდრე მხოლოდ უკრაინაში ტერიტორიების დაბევება და ამით სამხედრო მოქმედებების დასრულებაა. რუსეთი დღეს საკუთარი თავისადა ტრამპის ნაცვლადაც ფიქრობს, რათა გამოიყენოს უნიკალური მომენტი, როდესაც თეთრ სახლში კომუნიკაბელური ადმინისტრაციაა და მყარი საფუძველი ჩაუყაროს მომავალ ურთიერთობებს რუსეთსა და აშშ-, აშშ-სა და ჩინეთს, აშშ-სა და BRICS-ის ქვეყნებს შორის. იმისათვის, რომ აღდგეს სტრატეგიული ბალანსი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ევროპა კონსტრუქციულ რელსებზე დაბრუნდეს და აქტუალობა დაკარგოს კონფრონტაციულმა პოლიტიკამ ევრაზიულ სივრცეში, რუსეთს ამ ყველაფრისთვის დარჩა სამ წელზე ნაკლები - ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე.

გაგებიმიხედბით

   თბილისში დაიწყო „მენტალური რევოლუცია“, რომლის მნიშვნელობამაც შეიძლება ქვეყანასა და საზოგადოებაში მდგომარეობა იმაზე მეტად შეცვალოს, ვიდრე სააკაშვილის „ვარდების რევოლუციამ“ ან ივანიშვილის „ქართული ოცნების“ მიერ სააკაშვილის რეჟიმის დამხობამ. საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერმა, მმართველი პარტიაქართული ოცნებისსაპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თავის 70 წლის იუბილეს დაამთხვია მასშტაბით უპრეცედენტო ახალი ეტაპი .. „ქართულ მენტალიტეტთანბრძოლისა - იმ დანაშაულებრივ მაფიასთან, რომელიც ცხოვრობდა არა კანონით, არამედ საქართველოში საბჭოთა პერიოდიდან ფესვგადგმული, ქურდული მენტალიტეტიდან კალკირებული გაგებებით. მთავრობისა და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები, „კანონიერი ქურდები“, ბიზნესმენები და ქოლ-ცენტრები, ნარკოდილერები და ქილერები, უცხოელი აგენტები, ჟურნალისტები და უბრალოდ აფერისტები — ვერცერთი მათგანი ვერ გადაარჩინა იმუნიტეტმა და ავტორიტეტმა და ეს ჯერ კიდევ დასასრული როდია.

რადიკალური ოპოზიცია ისარგებლა რა სელისუფლების წმენდით და ღიად შეუდგა მზადებას რიგით მეექვსე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის, რომლის ლოზუნგად ამჯერად შერჩეულია „რეპრესიები“ და „ხელისუფლების მიერ ევროპული დემოკრატიის სტანდარტებზე უარის თქმა ჩრდილოელი მეზობლის სასარგებლოდ“. იგულისხმება ახალი კანონების პაკეტი, რომელიც აღკვეთს ყოველგვარ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებასა და საბოტაჟს. ოპოზიცია ღიად მოუწოდებს „უკანონო ხელისუფლების ნებისმიერი გზით დამხობისკენ“, მათ შორის შეიარაღებული ამბოხის, ტერორისა და დივერსიების ჩათვლით. ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები „არანჟირებულია“ ევროკავშირის მიერ — ევროსტრუქტურების ხელმძღვანელების, ევროკავშირის წამყვანი წევრი ქვეყნების ლიდერებისა და პირველი დიპლომატების, ასევე დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის კონგრესში საქართველოზე კონცენტრირებული არამეგობრული ჯგუფის მხრიდან პრესინგით.

ოფიციალური თბილისი ავლენს გამაოგნებელ სიმტკიცეს და პოულობს არგუმენტებს, რათა ღირსეულად უპასუხოს მთელ ამ კაკოფონიას, რომელიც მძიმდება სამხრეთ კავკასიის მეზობლებთან აქა-იქ წარმოქმნილი პრობლემებით. მათ კრიტიკულს დღეს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ მათი გადაჭრა აუცილებლად მოგვიწევს, იქნება ეს შუა დერეფნის ალტერნატიული სატრანსპორტო-ლოგისტიკური მიმართულებები, რომლებიც დაკავშირებულია პროექტ ტრამპის მარშრუტი TRIPP“-ის წარმოქმნასთან; კასპიის ნახშირწყალბადების მაგისტრალური მილსადენები თუ ევროპამდე ელექტროკაბელის პროექტი (ევროპისა, რომელმაც უარი თქვა რუსულ ენერგომატარებლებზე, სანქციები დაადო საკუთარ თავს, მაგრამ სინამდვილეში პოულობს რუსული და არარუსული ენერგომატარებლების მოწოდების ალტერნატიულ სქემებს). ასევე ახალი „თავის ტკივილი“ — სომხეთში არააპრობირებული ამერიკული ატომური ტექნოლოგიების — მცირე მოდულური რეაქტორების განთავსების პროექტი, პლუს ძველი, სააკაშვილის რეჟიმისგან მემკვიდრეობად დარჩენილი ტერიტორიული სასაზღვრო პრობლემები.

მოსკოვმა თბილისს გაუსწრო

   თბილისი მოთმინებით ელოდება, როდის შეძლებს ვაშინგტონთან უმაღლეს დონეზე დიალოგის დაწყებას, როგორიც უკვე წელიწადზე მეტია, ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, მოსკოვმა დაამყარა. მაგრამ ჯერჯერობით საქართველოს უწევს დაკმაყოფილდეს მხოლოდ ამერიკელი ჩინოვნიკების კომენტარებითა და ბუნებრივი კონტაქტებით სპეცსამსახურების ხაზით, რომლებიც აშშ-ს რუსეთთანაც გააჩნია. ეჭვგარეშეა, რომ იშვიათი, მთლიანობაში კეთილგანწყობილი კომენტარები მაღალჩინოსანი ამერიკელების მიერ კეთდება არა მხოლოდ საკუთარი სახელით, არამედ აშშ-ის პრეზიდენტის ნებართვით, რომელიც საქმის კურსშია, რომ საქართველო არ წავიდა ევროკავშირის აბსურდული ხელისუფლების ნებაზე - არ გადაცვალა ეროვნული ინტერესები სამხრეთ კავკასიაში მესამეხარისხოვანი პროევროპული ვასალის როლზე. ასეთი ქართული ხასიათი უდავოდ მოსწონს ვაშინგტონს, რადგან დანარჩენ ორ რესპუბლიკაში — სომხეთსა და აზერბაიჯანში — ტრამპმა ევროპელებს არანაირი „დასაჯდომი მოედანი“ არ დაუტოვა.

უკანონო მიგრაციასთან, ნარკომანიასთან, კორუფციასთან, არასამთავრობო სექტორთან ბრძოლა და სხვა ღონისძიებები, რომლებიც ეხმიანება აშშ-ს ახალ საგარეო და საშინაო პოლიტიკას, ასევე ვერ დარჩება თეთრი სახლის ადმინისტრაციის ყურადღების მიღმა. მაგრამ ტრამპი დღეს დაკავებულია საკითხებით, რომლებიც იმავდროულად მოსკოვის ყურადღების ცენტრშია (იხ. ზემოთ), და არ ჩქარობს საქართველოსთან ურთიერთობების „სუფთა ფურცლიდან გადატვირთვას“, მასთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის (2009 წლის იანვარი) რეანიმირებას, რომელიც აშშ-მა გააფორმა სომხეთთან (2025 წლის იანვარი) და აზერბაიჯანთან (2026 წლის თებერვალი). დიდი ალბათობით, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები რეალურ კონტურებს მიიღებს ზემოაღნიშნული რეგიონული ამოცანების (ირანი-ისრაელი, რუსეთი-უკრაინა, ისრაელი-პალესტინა, სომხეთი-აზერბაიჯანი) გადაჭრის კონტექსტში.

რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს სასიცოცხლო აუცილებლობა მოაწესრიგებს

   გასულ კვირას, ერთმანეთის მიყოლებით, გაკეთდა რუსეთის მაღალი რანგის ხელმძღვანელების ორი განცხადება საქართველოს შესახებ. მიმდინარეობს მუშაობა კავკასიაში ყველა დარღვეული გზის განბლოკვაზე, მათ შორის განიხილება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის აფხაზეთის ტერიტორიის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა, — განაცხადა რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსეი ოვერჩუკმა.

ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა დიდი პოლიტიკური განცხადება გააკეთა: "განწყობილნი ვართ საქართველოსთან ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობების განვითარებისთვის. ჩვენი კავშირები ბუნებრივი ხასიათისაა და არა ხელოვნურად თავსმოხვეული რუსეთის მიერ, როგორც ამის წარმოჩენას დასავლეთში ცდილობენ. მათ საფუძველშია სულიერი ერთიანობა, მრავალსაუკუნოვანი ისტორიული და კულტურული კავშირები. სასიხარულოა, რომ სულ უფრო მეტი საქართველოს მოქალაქე აცნობიერებს სააკაშვილის დროინდელი მიდგომების ზიანს, როდესაც ყველა ძალისხმევა მიმართული იყო საქართველოს დასავლეთზე გადაორიენტირებაზე რუსეთთან თანამშრომლობის საზიანოდ. როგორც დრომ აჩვენა, ქართულ პროდუქციას ევროკავშირსა და აშშ-ში არავინ ელოდა, რის შედეგადაც ეკონომიკის ბევრი დარგი, მათ შორის სტრატეგიული, დაქვეითდა. ხოლო დაპირებები რესპუბლიკის ნატოსა და ევროკავშირში მიღებაზე - აშკარა მანიპულაციაა.

ვხედავთ, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება მიისწრაფვის ქვეყნისთვის სუვერენიტეტის დაბრუნებისკენ. მათ არ აწყობთ სიტუაცია, როდესაც საქართველოს საშინაო პოლიტიკის გარჩევა რთულია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისგან. ჩვენ გაგებით აღვიქვამთ თბილისის მცდელობებს, ბოლო მოუღოს გარედან დიქტატს, ასევე ნაბიჯებს ქართული იდენტობის დასაცავად. მზად ვართ გავაღრმავოთ რუსეთ-საქართველოს კავშირები. ამ პროცესისლოკომოტივადდღეს ეკონომიკური თანამშრომლობა გვევლინება. 2025 წელს საქონელბრუნვამ რეკორდულ 2,7 მლრდ დოლარს მიაღწია. ჩვენს ბაზარზე მოდის ქართული ღვინის მიწოდების ორი მესამედი, სპირტიანი სასმელების ნახევარზე მეტი, მინერალური წყლის 40% და ხილის 90%. რუსეთი, თავის მხრივ, არის ხორბლისა და ნავთობის წამყვანი მიმწოდებელი საქართველოში. საქართველოსთვის საკვანძო ტურიზმის ინდუსტრიაში მსგავსი სიტუაციაა. თითქმის ყოველი მეოთხე ტურისტიჩვენი ქვეყნიდანაა. ვფიქრობ, რუსეთთან თანამშრომლობა საქართველოში უპრეცედენტო ეკონომიკური აღმავლობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

თუმცა ეკონომიკაში არსებულ წარმატებებთან მკვეთრ კონტრასტშია პოლიტიკური დიალოგის არარსებობა. ალბათ, საქართველოს ხელისუფლებას მართებდა დაფიქრება, რაოდენ დიდ შედეგებს მიაღწევდა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არსებობის შემთხვევაში. თუმცა, ეს მათი საქმეა. ჩვენ მხოლოდ გვსურს, თბილისში იცოდნენ: მოსკოვი ღიაა თანამშრომლობის გაფართოებისთვის იქ, სადაც მას ორმხრივი სარგებელი მოაქვს.

როგორც ცნობილია, ტანგოსთვის ორია საჭირო და რუსეთმა თავისი მიწვევა გააკეთა, ჯერი — საქართველოზეა. შეკითხვა: აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის გახსნა აშორებს თუ აახლოებს თბილისს სოხუმთან? თუ რუსეთთან ვაჭრობა, საავიაციო და საავტომობილო მიმოსვლა არ არის დაკავშირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან, მაშინ რატომ უკავშირდება თბილისში სარკინიგზო მიმოსვლის გახსნა კვლავაც რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაწვევას? რუსეთი, როგორც გალუზინის განცხადებიდან ჩანს, დაჟინებით არ მოითხოვს ამ საკითხების ერთ პაკეტში განხილვას, პირიქით - მოსკოვი ღიაა თანამშრომლობის გაფართოებისთვის იქ, სადაც მას ორმხრივი სარგებელი მოაქვს“. ვიმეორებ - იქ, სადაც მას ორმხრივი სარგებელი მოაქვს.

ხოლო რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს, ჩემი ღრმა რწმენით, მოაწესრიგებს არა ზემოდან გაცემული განკარგულებები და ქართულ-რუსული ერთდღიანიტუსოვკებიავანტიურისტული, ხანდახან კი კრიმინალური მიაზმით, არამედ სასიცოცხლო აუცილებლობა, რომლის შესახებაც გალუზინმა ისაუბრა.

იგივე ეხება თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ურთიერთობების მოწესრიგებას. საბედნიეროდ, ურთიერთობები ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის არსებობს და ფართოვდება კიდეც. მაგრამ ამას ეწინააღმდეგება საქართველოში ყველა ზემოაღნიშნული ანტისამთავრობო ძალა, რომლებიც სოხუმსა და ცხინვალში შიშს იწვევენ — აქაოდა, რა კარგია, რომ დღეს მათგან შორს ვართ, თუ ქართველები ასე უპირისპირდებიან ერთმანეთს, ჩვენ რაღა გვიზამდნენო?!

რა შთაბეჭდილებას ახდენს ყველა ფსიქიკურად ნორმალურ ადამიანზე, რა ეროვნებისაც არ უნდა იყვნენ ისინი — ქართველები თუ აფხაზები, ოსები თუ რუსები, ოპოზიციური ნაცისტური ძალების პროპაგანდისტული კამპანია, როდესაც ყველაფერს, რაც მათი აზრით ოსტრაკიზმს ექვემდებარება, ალოგიკურად ეწოდება „რუსული“? „რუსული კანონები“ - კანონებზე უცხოური აგენტების, გრანტების, მიტინგების შესახებ და ჰომოსექსუალური პროპაგანდის აკრძალვაზე, ისევე როგორც აშშ-ში; „რუსული მაფია“ - კორუფციაზე, რომელსაც თავად „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ებრძვის; და აშშ-სთან პარტნიორობის რესტარტისკენ აღებული საგარეო პოლიტიკური კურსიც კი „რუსულ პოლიტიკად“ იწოდება და ეს — ერთადერთხელ შეიძლება ჩაითვალოს სიმართლედ, თუ გავითვალისწინებთ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ზემოხსენებულ დიალოგს.

ხოლო საქართველოს „არაბიზაციისა“ და „რუსიფიკაციის“ ნაციონალ-შოვინისტური კამპანიები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარტივი არითმეტიკით დაამსხვრია: აღმოჩნდა, რომ ბინების უმრავლესობა იმ მშვენიერ ქალაქებში, რომლებსაც საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან მსხვილი ბიზნესმენი ააშენებს (6,6 მლრდ დოლარის ინვესტიციით), წინასწარ ქართველებმა შეიძინეს და მხოლოდ 7-მა არაბებმა! ხოლო საქართველოში 164 ქვეყნის 107 ათას 307 მოქალაქიდან, რომლებსაც ბინადრობის ნებართვა აქვთ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები შეადგენენ მხოლოდ 29,9%-ს - ეს არის 32 ათას 129 ადამიანი, რომელთა უმრავლესობა ქართველია, საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, რომლებმაც სხვადასხვა დროს მიიღეს რუსეთის მოქალაქეობა (როდესაც იძულებულნი იყვნენ გაქცეოდნენ სააკაშვილის რეჟიმს და ოფიციალურად ეცხოვრათ და ემუშავათ რუსეთში).

ქართველი ტრამპიბიძინა ივანიშვილი

   აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის გვარი - Trump - ინგლისურად ნიშნავს კოზირს. ხოლო ბიძინა ივანიშვილი არის ქართული კოზირი არა მარტო იმიტომ, რომ ის, ტრამპის მსგავსად, ჯერ ბიზნეს-ელიტაში შევიდა, შემდეგ კი პოლიტიკური ლიდერი გახდა. არამედ იმიტომ, რომ როდესაც სასიცოცხლო აუცილებლობა ბუნებრივად აწესრიგებს ურთიერთობებს რუსეთსა და საქართველოს შორის, ქვეყნის სათავეში დგას საპატიო თავმჯდომარე, რომელიც ცხოვრობდა და მუშაობდა რუსეთში, ანუ რუსებს სხვების მონაყოლით როდი იცნობს. დანამდვილებით ვიცი - ივანიშვილის ბრძოლა კორუფციასთან და უცხოურ აგენტებთან, რომლებიც სახელმწიფო ეროვნული ინტერესებისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენენ, ისევე როგორც მისი სიმტკიცე და პრაგმატიზმი, აფხაზებისა და ოსების მოწონებას იწვევს.

   არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი.

20.02.2026
საქართველო, თბილისი