საზოგადოება
ოპოზიციის მიერ დაანონსებული „არაბიზაცია“ ჩავარდა - პრემიერი

 საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებდნენ Eagle Hills-ის საცხოვრებელ კომპლექსში ბინების შეძენას და რომ ქონება ექსკლუზიურად არაბ ინვესტორებზე გაიყიდებოდა, თუმცა, პროექტის დაანონსებული „არაბიზაცია“ ჩაუვარდათ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

2025 წლის ოქტომბერში საქართველომ გააფორმა საინვესტიციო შეთანხმება უმსხვილეს არაბულ დეველოპერულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-თან და ასევე ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც არაბი ინვესტორი თბილისსა და გონიოში დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს. შეთანხმების თანახმად, საქართველო Eagle Hills-ის 6,6-მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა.

ცნობილი „არაბიზაციის“ ტერმინი შემოიტანეს და ა.შ. აცხადებდნენ, რომ ქართველები ვერ იყიდდნენ ბინებს და გაიყიდებოდა არაბებზე. აქაც სტიგმატიზაციის მცდელობა ჰქონდათ. მათ პროგნოზი იყო, რომ მთლიანად არაბები იყიდდნენ ბინებს“, - აღნიშნა კობახიძემ.

პრემიერის ხელთ არსებული მონაცემებით, Eagle Hills-ის კრწანისის პროექტში უკვე გაყიდულია 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა შეიძინეს საქართველოს მოქალაქეებმა, ხოლო 110 - უცხოელებმა, ამასთან არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა მხოლოდ რვა ბინა იყიდეს.

მისი თქმით, ოპოზიციის განცხადებები იმის შესახებ, თითქოს ქართველები ვერ შეძლებენ ბინების შეძენას პროექტში იმის გამო, რომ კვადრატული მეტრი 10 ათას დოლარზე მეტი იღირება, სრულიად უსაფუძვლოა.

ოპოზიციას ჰქონდა დაანონსებული 15.000-დოლარიანი ფასი, მათ ინვესტორზე უკეთ იცოდნენ, რა ფასად გაიყიდებოდა ბინები და სახლები კრწანისის ტერიტორიაზე, თუმცა ოპოზიციის ანონსის საწინააღმდეგოდ, საწყისი ფასი გარემონტებულ ბინებზე იყო 1650 დოლარი. დაახლოებით 10-ჯერ ასცდნენ იმ რეალობას, რომელიც სინამდვილეში იყო დაგეგმილი“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ეს ბინები საშუალო ქართველი მყიდველისთვისაც არის ხელმისაწვდომი.