პუბლიკაციები
საქართველოში დემოკრატიას ჰომოსექსუალიზმის „სურნელი“ დაჰკრავს!

homo2თბილისი, 12 სექტემბერი, საქინფორმი. ალბათ, ბევრი დამეთანხმება, რომ თბილისი ძალიან მოდური ქალაქია, სადაც თვალის ერთი შევლებით „ითვისებენ“ დასავლური ცივილიზაციის ყველა ახალ „მიღწევას“. საერთოდ, ჩვენი ხალხი ბუნებით წამხედურაა, ოღონდ საგულისხმოა, რომ უფრო ცუდის გადმოღებისკენ აქვს მიდრეკილება...

დაკვირვებული თვალი აუცილებლად შეამჩნევს დღეს ქალაქის ქუჩებში მომრავლებულ პეპლებივით მოფარფატე, ქალური სინაზით აღსავსე მამრობითი სქესის არსებებს, რომელთაც ერთი სიტყვა აერთიანებს – გეები! ამბობენ, გეებისა და ლესბოსელების ასეთი მომრავლება სწორედ თბილისელების  მოდურობისა და სხვადასხვა სიახლით ზედმეტი გატაცების ბრალიაო, დღეს ხომ არატრადიციული ორიენტაცი მოდაშია!.. წარმოიდგინეთ – თუ მამაკაცი ერთხელაც არ ყოფილა მამაკაცთან ან ქალს ერთხელ მაინც ვნებიანად არ უკოცნია ქალისთვის, ისინი ჩამორჩენილები და XIX საუკუნის გადმონაშთები არიან. ყოველ შემთხვევაში, თბილისური „მაღალი საზოგადოება“ – „ოქროს“ ახალგაზრდობის ნაღები – ასე ფიქრობს! ხოლო გეი, ლესბოსელი ან ბისექსუალი თუ ხარ,  ე.ი. განსხვავებული, საინტერესო და მოდური ხარ!

არატრადიციულ ორიენტაციას საქართველოში აღარ მალავენ. უფრო მეტიც, თამამად და გამომწვევად აფიშირებენ, განსაკუთრებით – გლამურულ საღამოებზე. „ცისფერებს“ მრავლად შეხვდებით თბილისის ღამის კლუბებში, საბედისწეროდ ცნობილ შარდენის ქუჩაზე კოქტეილის ნაზად წრუპვაც ძალიან  უყვართ, Fasion week-ებზე, საერთოდ, გიჟდებიან, ქართული მოდის კვირეულები კი გეებისა და ლესბოსელების ნამდვილი აღლუმია! უკანასკნელ მოდის კვირეულს იმდენი არატრადიციული ორიენტაციის მატარებელი სტუმრობდა, დაკვირვებულ თვალსაც კი გაუჭირდებოდა გარჩევა, ვინ ქალი იყო და ვინ – კაცი. ჰეტეროსექსუალები კი ამ ფაქტს ისე იღებდნენ, როგორც ღონისძიების მთავარ ღირსებასა და ატრიბუტს! პირადად მე ორი დღე ვცდილობდი, გამერკვია 17 წლის, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, დიზაინერის, სქესი... შავ „ელასტიკებში“, 11-სანტიმეტრიანი ქუსლებით, ღრმა დეკოლტეთი და შავი პირბადით ის ისე დანარნარებდა სტუმრებს შორის, გულიც კი დამწყდა, ეს „მშვენიერება“ მამრობითი სქესისა რომ აღმოჩნდა.

სხვათა შორის, ამასწინათ შარდენის ქუჩაზე ერთ-ერთ კლუბში ცოცხალი მუსიკის მოსასმენად მისულმა გვერდით მაგიდასთან ფართოდ გაპიარებული თბილისელი დიზაინერი ვიხილე:  „უნიჭიერესი“ ბიჭოლა ვიღაც ღრმად დეკოლტირებულ ფისუნიასთან (წარმოშობით მამაკაცთან) ერთად ვახშმობდა. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ბატონმა ბიჭოლამ  პრეტენზიული ტონით მოსთხოვა ოფიციანტს... სამარხვო კერძის მოტანა! ნამდვილად არ ველოდი მისგან ასეთ რელიგიურობას! საინტერესოა, რატომ მარხულობს ბიჭოლა, „ჩვეულებრივი“ მამაკაცური ცოდვები ხომ ნამდვილად არ ექნება?..

„ტურიზმის მსოფლიო მექაში“ – ბათუმში, წელს არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენელთა მთელი არმია ისვენებდა! მართალია, აღლუმის ჩატარება არ გამოუვიდათ, მაგრამ ბათუმის მრავალრიცხოვანი ღამის კლუბები მათთვის ყოველთვის ღიაა.  ჩვენი საინფორმაციო სააგენტოსთვის „არატრადიციულ“ თემაზე მუშაობის პროცესში ერთ-ერთ კლუბში  მავან სუბიექტს ვაკვირდებოდი, ისევ და ისევ – მისი სქესის გასარკვევად. ჩემი „გამოკვლევა“ იმით დასრულდა, რომ  სრულიად მოურიდებლად  მომისკუპდა გვერდით, მხარზე მოვლილი, მანიკურიანი ხელი ნაზად შემახო და განმიცხადა: „იცი, მე გეი ვარ, მაგრამ გოგოებიც მომწონს!“... სულ რაღაც 16 წლის იქნებოდა. იქვე გავიკითხე ნაცნობებში და მითხრეს – მაგას ბიზნესმენი თუ პარლამენტარი საყვარელი ჰყავს და ხმასაც ვერავინ სცემსო!.

უნდა აღინიშნოს, რომ ქართველ საზოგადოებას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების მიმართ – ნაწილს ჭირივით ეზიზღება, ნაწილს ეცოდება და დახმარების სურვილი უჩნდება. „ადგილობრივი ჩამოსხმის“ ლიბერალები კი გააფთრებით იცავენ მათ  უფლებებს: „მერე რა, რომ არატრადიცული ორიენტაციის მატარებლები არიან?! არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან! მათ, ისევე, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, თავიანთი უფლებები აქვთ!“ (კულუარული წყაროებიდან სარწმუნო ინფორმაცია მოვიპოვეთ, რომ  ქართველ გეებს „კრიშა“ ყველაზე მაღალ ინსტანციებში სწორედ ასეთ „ლიბერალებში“ ჰყავთ. სხვა შემთხვევაში ასე თამამად  ვერ იპარპაშებდნენ საქართველოში – უძველესი კულტურული ტრადიციების მქონე პატრიარქალურ მართლმადიდებლურ ქვეყანაში...)

რაც შეეხება სექსუალურ უმცირესობათა (ჯერჯერობით – უმცირესობათა) უფლებების დაცვას, ბევრმა, ალბათ, არ იცის, რომ საქართველოში ისინი ბევრად უფრო საიმედოდ არიან დაცული, ვიდრე ჩვეულებრივ, მოდას ჩამორჩენილ ჰეტეროსექსუალთა უფლებები. დიახ, არატრადიცული ორიენტაციის ადამიანებს საქართველოში მართლაც ბევრი ოფიციალური მხარდამჭერი და უფლებადამცველი ჰყავთ! მაგალითად, ამასწინათ საქართველოში „ცისფერების“, ლესბოსელების, ბისექსუალებისა და ტრანსსექსუალების მხარდამჭერი ორგანიზაცია შეიქმნა – ფონდი „ინკლუზივი და ჟურნალი „მე ამიერიდან ჰომოსექსუალებსა და ლესბოსელებს მედგრად დაიცავენ. აბა, ვინმემ გაბედოს მათი უფლებების დარღვევა! არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს საქართველოში ინტერნეტსაიტებიც აქვთ: Lesbi.org.ge GEY.ge   Minority.ge  Gaybatumi.com LGBT.ge (ამ უკანასკნელს, როგორც ჩანს, რეგიონული ლიდერობის პრეტენზია აქვს და უკვე დაამყარა „მჭიდრო კონტაქტი“ თავის კოლეგებთან სომხეთში), რაღა თქმა უნდა, მრავალრიცხოვანი ბლოგები (თბილისი Gay Times თბილისი Hot Boys თბილისი Hot Boys), პროფილები და გვერდები Facebook-ზე და სხვა სოციალურ ქსელებში. სხვათა შორის, მთელი ეს „ცისფერი კამპანია საქართველოს პირველი ლედის სამშობლოდან ჰოლანდიის ეროვნული ასოციაცი ლგბტ-ს მიერ ფინანსდება (ბნელი რეტროგრადებისთვისგანვმარტავთ აბრევიატურა ლგბტ ნიშნავს ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსსექსუალი“, – საქინფორმი).

შეგახსენებთ, აგრეთვე, რომ ფონდი „ინკლუზივის“ პრეზიდენტია ბატონი პაატა საბელაშვილი, რომელსაც არაერთხელ გამოუჩენია თავი გეების უფლებების თავგამოდებული დაცვით, რომელსაც გამუდმებით ხედავენ გეების, ლესბოსელებისა და ბისექსუალების გარემოცვაში. და თუ ბატონი პაატა თვითონ არ არის გეი, მათი „ადვოკატი“ ნამდვილად გახლავთ...

აქტიურობით გეებს არც ლესბოსელები ჩამოუვარდებიან. ალბათ, ბევრ ტელემაყურებელს ახსოვს მათი ვნებიანი ხვევნა-კოცნა „ნაით ქლაბში. სცენაზე „მოზასავე“ ლესბოსური წყვილიც არ დაგავიწყდებოდათ. ღამის კლუბებში, ბარებსა და კინოთეატრებში ეს უკვე იმდენად ჩვეულებრივი ამბავი გახდა, რომ ობივატელი ყურადღებას აღარ აქცევს (ან ცდილობს, არ მიაქციოს!)...

მაგრამ თბილისმა მალე შესაძლოა არა მარტო პოლიტიკური ცენტრის სახელმწიფოს დედაქალაქის ფუნქცია დაკარგოს (პარლამენტი ქუთაისში გადააქვთ, საკონსტიტუციო სასამართლო უკვე დიდი ხანია, ბათუმშია), არამედ მოდის ცენტრისაც! ბათუმური გეი-დროსტარება უკვე ვახსენეთ, ხოლო თუკი მალე საქართველოში, დასავლეთის რეკომენდაციების თანახმად, ერთსქესიანთა ქორწინებას დააკანონებენ, ამ იდეის აშკარა მომხრეები სწორედ რეგიონების მკვიდრნი არიან! ეს გახლავთ 19 წლის ზუგდიდელი გეი გიგი მანია, რომელიც თავის მეგობრებთან ერთად საქართველოს სახალხო დამცველის, ბატონი ტუღუშისა და ლიბერალური ღირებულებების მქონე პოლიტიკური პარტიებისთვის მიმართვის გაგზავნას აპირებს. გიგი მანიას 23 წლის პარტნიორი ჰყავს, რომელთანაც ქორწინება სურს, თუმცა საქართველოს კანონმდებლობა ცისფერი ოცნების (ვაგლახ, ბრჭყალების გარეშე) უფლებას არ აძლევს. მანიას თქმით, ეს ადამიანის უფლებების პირდაპირი დარღვევაა, და თუ საქართველო დემოკრატიული ღირებულებებისკენ მიისწრაფვის, ერთსქესიანთა ქორწინება დასაშვები უნდა იყოს!

აი, ასე ესმის  დემოკრატია ჩვენი საზოგადოების ლიბერალურად მოზროვნე ფრთას, სახელმწიფო კი დუმს... არასდროს გვსმენია ამ პრობლემის საჯარო განხილვა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, მრავალრიცხოვან არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომელთა უმრავლესობა დასავლურ გრანტებზე არსებობს. თუმცა შეუძლებელია ხელისუფალთა ყოვლისმხედველ თვალებს, შსს-ს ყოვლისმხედველი და ყოვლისმსმენი აპარატურით გაძლიერებულს, ქალაქის ქუჩებსა და საზოგადოებრივ ადგილებში მომრავლებული გეები და ლესბოსელები გამოჰპარვოდა!..

ან იქნებ საქმე ის არის, რომ მათაც ეგ უნდათ? რაც უფრო მოიწამლება და გაირყვნება ახალგაზრდა თაობის ცნობიერება, მით უკეთესი, მით უფრო ადვილი არ იქნება მისი მართვა?!

და მერე რა, თუ დემოკრატიას საქართველოში უკვე დიდი ხანია ჰომოსექსუალიზმის სურნელი დაჰკრავს სამაგიეროდ, ეს არომატი კარგად ესადაგება უმცირესობათა უფლებების დაცვის თაობაზე ევროპისა და აშშ-ის რეკომენდაციათა თაიგულს (მნიშვნელობა არ აქვს, ეს უმცირესობა ეროვნულია, რელიგიური თუ სექსუალური)! შესაძლოა, ამისათვის საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას მიუტევონ სასამართლო რეფორმის ჩავარდნა, 30 ათასზე მეტი პატიმარი და 100 ათასი პრობაციონერი, მიუტევონ ყველა გაყალბებული არჩევნები (არა მარტო განვლილი, არამედ მომავალიც!) და საქართველო, ბოლოს და ბოლოს, ნატოსა და ევროკავშირში მიიღონ?!

 

თეო ტაბატაძე 

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი“