პოლიტიკა
სამდღიანი ამბასადორიალი თბილისში

ambasadorialiთბილისი, 12 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელების შეხვედრა – ამბასადორიალი, იხსნება.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან, ღონისძიებას საგარეო უწყების ხელმძღვანელი გრიგოლ ვაშაძე გახსნის. იგი გამოსვლაში დიპლომატიური სამსახურის მიერ ერთი წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობას შეაჯამებს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.

ამბასადორიალზე ქართველი დიპლომატების წინაშე სიტყვით წარდგება ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე აუდრონიუს აჟუბალისი. ღონისძიების მონაწილეები, რომელთა შორის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იქნებიან, საქართველოს საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს განიხილავენ და ქართველი დიპლომატების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებენ.

ამბასადორიალის ფარგლებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს.

ღონისძიება 14 სექტემბრამდე გასტანს.

აღსანიშნავია, რომ ამბასადორიალის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში ორშაბათის ტრადიციული ბრიფინგი აღარ გაიმართება.