საზოგადოება
იანვრიდან სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა1 ლარი ეღირება!

marshrutთბილისი, 12 სექტემბერი,საქინფორმი. სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის გაძვირებასთან დაკავშირებით სტატიას გაზეთი  „კვირის პალიტრა“ აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის შესაძლო გაძვირების შესახებ ინფორმაციას მიკროავტობუსების მძღოლები ავრცელებენ. მათივე განცხადებით, ახალ სამარშრუტო ტაქსიზე მუშაობა არამომგებიანია, რადგან შემოსავალი ხარჯებს ძლივს ფარავს.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ამბობენ, რომ სამარშრუტო ბიზნესი კერძოა და, შესაბამისად, ისინი ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნიან. კომენტარზე კატეგორიულ უარს ამბობენ კომპანია თბილისის მიკროავტობუსშიც, რომელიც თბილისის მასშტაბით მგზავრთა გადაყვანის უფლებას მთელი 20 წლით ფლობს, – აღნიშნულია სტატიაში.

გაზეთი კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სამარშრუტო ბიზნესს გავლენიანი ლობი ჰყავს ხელისუფლებაში და ამჟამად მერიაში საქალაქო მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების გეგმა-გრაფიკი განიხილება.