აქტუალური
ოქროს მოპოვების ლიცენზია „ჯორჯიან რესორს კომპანიამ“ მიიღო

oqro6თბილისი, 12 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს „ბუნებრივი რესურსების სააგენტომ“ ოქროს შემცველ გოგირდ-კოლჩედანურ გამოვლინებაზე სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზია გაყიდა. ლიცენზია, რომლის საწყისი  ფასი 90 ათას აშშ დოლარს შეადგენდა, ახლად დაფუძნებულმა „ჯორჯიან რესორს კომპანიამ“ 306 ათას აშშ დოლარად შეიძინა.

სალიცენზიო პირობების თანახმად, კომპანია ვალდებულია, ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 22 თვის ვადაში ჩაატაროს ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის შესწავლითი სამუშაოები და ამ სამუშაოებში 1 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს. კომპანია ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული და უცნობია, ვინ  მიიღო ქართული სიმდიდრის განკარგვის უფლება.