საზოგადოება
საგანგებო ბრიფინგი

brifingi_tetrebiთბილისი, 10 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც „თეთრი მოძრაობის“ პრესსსამსახური საქინფორმს ატყობინებს, გუშინ, 9 სექტემბერს, 18:00 საათზე ელბაქიძის დაღმართის დასაწყისში ოთხმა ნიღბიანმა პიროვნებამ შავი „ჯიპიდან“ ჩამოსვა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველი ემოგრანტების“ ხელმძღვანელი ზვიად ყუშიტაშვილი, რომელიც 8 დღის  განმავლობაში იყო გაუჩინარებული.ზვიად ყუშიტაშვილი ამჟამად იმყოფება შოკურ მდგომარეობაში.

 

ხვალ, 11 სექტემბერს, „ თეთრი მოძრაობის“ ოფისში გაიმართება საგანგებო ბრიფინგი, სადაც „თეთრების ახალგაზრდული მოძრაობის ხელმძღვანელი გიორგი ფარესიშვილი და მოძრაობა „ივერიელების“ ხელმძღვანელი ლევან კოჭლოშვილი გააკეთებენ განცხადებას, თუ სად, როდის და რა ფორმით განაცხადებს ზვიად ყუშიტაშვილი მისი გაუჩინარების შესახებ.