აქტუალური
მოსახლეობა თხილის მოსავლიანობით კმაყოფილია

 

fundukთბილისი, 10 სექტემბერი. საქინფორმი. თხილის საექსპორტო კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, მთელ საქართველოში მოწეული თხილის ოდენობა დაახლოებით 35 ათას ტონას მიაღწევს.   თურქეთში დაბალი მოსავლის გამო, წლეულს საქართველოში თხილის გასაყიდი ფასი შარშანდელთან შედარებით მაღალია. ახლა  კილოგრამი თხილის ფასი ჯიშების მიხედვით 1,50 ლარიდან იწყება და 2,70 ლარს აღწევს (შარშან ამ დროს თხილის მაქსიმალური ფასი 2 ლარი იყო).
ზამთარში ფასი 4-5 ლარამდე მოიმატებს. თუმცა გლეხები აღნიშნავენ, რომ ფასით უფრო ექსპორტიორები ხეირობენ. საქართველოდან თხილი საექსპორტოდ, ძირითადად, ევროპის ქვეყნებში გადის და ქვეყნის სასურსათო ექსპორტში 24%-იანი წილი უჭირავს. მსოფლიოში კი თხილზე მოთხოვნა ყოველწლიურად დაახლოებით 2%-ით იზრდება. ნაჭუჭიანი თხილის საექსპორტო ფასი ამჟამად 2,60-2,65 დოლარია, მაქსიმალურ ოდენობას კი თებერვალში აღწევს.