საზოგადოება
თბილისი, 9 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი რამდენიმე დღის წინათ იუწყებოდა, საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ჯერ ქუთაისში წააგო სამარცხვინო ანგარიშით 7:2 , ხოლო შემდეგ ესპანეთში დამარცხდა 2:0. იქაც, საქართველოს მსგავსად, მხოლოდ ესპანელი ფეხბურთელები თამაშობდნენ და რომ არა ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძის დამაჯერებელი თამაში, უფრო დიდი ანგარიშითაც წავაგებდით.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ოთარ გაბელიამ, სულ რამდენიმე წუთია, ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
მოარული ხმების თანახმად, ოთარ გაბელია შესაძლოა, ქუთაისის „ტორპედოში“ დაინიშნოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე.