სამართალი
თბილისი, 9 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, ქუთაისში ახალი პარლამენტის შენობის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ ავტოფარეხების დანგრევა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მათი უმრავლესობა კანონიერადაა აშენებული და ამის უფლება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას თვითმმართველობის არჩევნების წინ მისცა.