პოლიტიკა
თბილისი, 9 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთის ქალაქ კრინიცაში მიმდინარე 21-ე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას „ვარდების რევოლუციის“ „ნათლია“ დაასახელა.
„აქ იმყოფება ბრაიან ჩილკოტი, „CNN“-ის კორესპონდენტი, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ „ნათლიაა“. ზოგს ჰგონია, რომ ჩვენ ვისხედით გასაიდუმლოებულ იატაკქვეშა შეხვედრაზე და წინასწარ ვგეგმავდით, რა დაგვერქმია რევოლუციისთვის, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს ასე არ იყო“, – განაცხადა სააკაშვილმა. „სატელევიზიო ისტორიაში პირველად ბრაიან ჩილკოტი უძღვებოდა პირდაპირი ეთერით გადაცემულ რევოლუციას, რომელიც „CNN“-ით 4 საათის განმავლობაშ, ყოველგვარი სარეკლამო ჭრის გარეშე გადაიცემოდა. სწორედ მან წამოიძახა: „ეს ნამდვილი ვარდების რევოლუციაა!“ ასე შეერქვა ამ რევოლუციას სახელი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.