აქტუალური
ხობი. 9 სექტემბერი. საქინფორმი. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში კარანტინია გამოცხადებული, რის მიზეზიც სოფელში დაფიქსირებული ჯილეხის შემთხვევებია.
ქვემო ქვალონში რამდენიმე ცხოველი დაეცა და 7 ადამიანი დასნებოვნდა. დაავადებულთაგან 3 მკურნალობას ქუთაისის სამედიცინო ცენტრში განაგრძობს, დანარჩნები კი სახლის პირობებში მკურნალობენ.კარანტინის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება ხობის საკრებულომ მიიღო, რომლის მიხედვითაც, ქვემო ქვალონში აიკრძალა ცხოველის შეყვანა და გამოყვანა, მეცხოველეობის პროდუქტებისა და ნედლეულის დამზადება და გამოტანა, ცხოველის სახორცედ დაკვლა, ლეშის გაკვეთა და მეცხოველეობის პროდუქტებით ვაჭრობა.
დაცემული ცხოველების დასამარხავად ხობის გამგეობამ სპეციალური ტერიტორია გამოყო, სადაც, ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, ყველანაირი ზომებია დაცული. ხობის გამგებლის ინფორმაციით, ქვალონის მიმდებარე სოფლებში ვეტერინარული სამსახური ცხოველთა აცრებს აწარმოებს.