აქტუალური
ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი გრენლანდიაში დანიის მიერ ორგანიზებულ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას

 საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. საფრანგეთი გრენლანდიაში დანიის მიერ ორგანიზებულ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას, - ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

დანიის თხოვნით გადავწყვიტე, რომ საფრანგეთი გრენლანდიაში დანიის მიერ ორგანიზებულ ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს“, - წერს მაკრონი X-ზე.

საფრანგეთის პრეზიდენტის ცნობით, ოპერაციას „არქტიკის გამძლეობა“ ეწოდება და პირველი ფრანგული დანაყოფები უკვე გზაში არიან.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ბუნდესვერის სამხედროების ჯგუფს გრენლანდიაში გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მთავრობაც გაგზავნის.