ქუთაისი, 9 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, გაფიცვის მიზეზი საწარმოში არსებული მძიმე შრომითი პირობები და თანამშრომლების პროფკავშირული ნიშნით გათავისუფლებაა. სრულმასშტაბიანი გაფიცვა თანამშრომელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ 2 სექტემბერს ქარხანაში გამართული გამაფრთხილებელი აქციის გამო 7 სექტემბერს ქარხნის ხელმძღვანელობამ კიდევ ოთხი თანამშრომელი – გიორგი შვანგირაძე, გიგა ელიაშვილი, გოჩა დარჯანია და ემილო ჭუმბურიძე – გაათავისუფლა.„პროფკავშირები კომპანია „ევრაზიანსთილსის“ ქარხანა „ჰერკულესის“ ადმინისტრაციას სამ დღეს აძლევს და თუ ამ ხნის განმავლობაში ადმინისტრაცია პროფკავშირებთან მოლაპარაკებების გამართვასა და შეთანხმების დადებას არ დათანხმდება, „ჰერკულესში“ სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყება“, – განმარტავენ პროფკავშირების გაერთიანებაში.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი დღეს ქუთაისში ჩავა და „ჰერკულესის“ კოლექტივს შეხვდება, რის შემდეგაც ქარხანასთან პრესკონფერენციასაც გამართავს.
ცნობისთვის: კომპანია „ევრაზიანსთილსი“ ქართულ-ინდური ერთობლივი საწარმოა.