უცხოეთი
მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპს ირანზე შესაძლო სამხედრო დარტყმების ვერსიები წარუდგინეს

 საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გასულ დღეებში ირანზე შესაძლო სამხედრო დარტყმების ვერსიები წარუდგინეს.

New York Times-ის ინფორმაციით, რომელიც ამერიკელ ოფიციალურ პირებს ეყრდნობა, დონალდ ტრამპს თეირანში სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმის შესაძლებლობის ვერსიაც გააცნეს.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ვარიანტია „მასშტაბური საჰაერო დარტყმა ირანის მრავალ სამხედრო სამიზნეზე“.

გამოცემის წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ გეგმაა და ირანზე უახლოეს პერიოდში თავდასხმის ოფიციალური ნიშანი ამ ეტაპზე არ არის.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლება დემონსტრაციების ძალადობრივი ფორმით ჩახშობას თუ განაგრძობს, შეერთებული შტატები ამას მძიმე შედეგებით უპასუხებს.

1tv.ge