აქტუალური
საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. თურქეთმა და აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების შესახებ ახალ შეთანხმებას მიაღწიეს, – ამის შესახებ „ანადოლუ“ წერს.
როგორც თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ალფარსლან ბაირაქტარმა აღნიშნა, თურქეთმა და აზერბაიჯანმა ახალ შეთანხმებას მიაღწიეს 33 მილიარდი კუბური მეტრის ღირებულების ბუნებრივი აირის შესახებ.
ბაირაქტარმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებს კასპიის ზღვაში მდებარე აბშერონის საბადოდან წელიწადში 2.25 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებას 15 წლის განმავლობაში.
მისივე თქმით, კონტრაქტი ძალაში 2029 წელს შევა და 2040 წლამდე გაგრძელდება. ბაირაქტარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბუნებრივი აირი თურქეთს ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით მიეწოდება.