პოლიტიკა
საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. ვენესუელაში ჩატარებული სპეცოპერაციიდან რამდენიმე დღეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საკუთარ რუსულენოვან ანგარიშზე სოციალურ ქსელ X-ში მიმართვა გამოაქვეყნა.
შავ-თეთრ ფოტოზე დიდი ასოებით წერია, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელთან "თამაში" არ ღირს.
„ნუ ეთამაშებით პრეზიდენტ ტრამპს. პრეზიდენტი ტრამპი საქმის კაცია. არ იცოდით? ახლა იცით“, - წერია სურათზე რუსულ ენაზე.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური შეტყობინება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა X-ის ანგარიშზე სპარსულ ენაზეც გამოაქვეყნა - სავარაუდოდ, ის ირანის ლიდერებსაც მიემართება.