პუბლიკაციები
"ნუ ეთამაშებით პრეზიდენტ ტრამპს" - აშშ-ს სახდეპის გაფრთხილება რუსეთს

 საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. ვენესუელაში ჩატარებული სპეცოპერაციიდან რამდენიმე დღეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საკუთარ რუსულენოვან ანგარიშზე სოციალურ ქსელ X-ში მიმართვა გამოაქვეყნა.

შავ-თეთრ ფოტოზე დიდი ასოებით წერია, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელთან "თამაში" არ ღირს.

ნუ ეთამაშებით პრეზიდენტ ტრამპს. პრეზიდენტი ტრამპი საქმის კაცია. არ იცოდით? ახლა იცით“, - წერია სურათზე რუსულ ენაზე.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური შეტყობინება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა X-ის ანგარიშზე სპარსულ ენაზეც გამოაქვეყნა - სავარაუდოდ, ის ირანის ლიდერებსაც მიემართება.