ქონების დაკარგვის კანდიდატთა რიცხვი დღითიდღე იზრდება
თბილისი, 8 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში ქონების დაკარგვის კანდიდატთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. მარტო ბოლო 2 კვირის (22 აგვისტო - 5 სექტემბერი) მონაცემების შედარებისას აღმოჩნდა, რომ მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობა 1000-ზე მეტი ერთეულით გაიზარდა. ექსპერტები მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობის ზრდას არც მომავალში გამორიცხავენ, ამის მთავარ მიზეზებად კი ქვეყანაში დაბალ ეკონომიკურ აქტივობას, სამომხმარებლო კრედიტების გამარტივებას და მასზე დაწესებულ მაღალ საპროცენტო განაკვეთს ასახელებენ. 2011 წლის 7 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში სააღსრულებო ბიუროს მიერ 7648783662 ლარი გადაირიცხა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია (აგვისტოს მონაცემები ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის). აღსრულების ბიუროს ოფიციალური სტატისტიკით, მხოლოდ ივლისში ბიუჯეტში სააღსრულებო ბიუროებიდან 627385660 ლარი შევიდა, ივლისში კი 4434 სააღსრულებო წარმოება დასრულდა.