სამართალი
„მან ამ გადაწყვეტილებით ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის გზით მიყენებული ზიანი, ანუ, ფაქტობრივად, ადამიანის სიცოცხლე 400 ლარად შეაფასა. მოგეხსენებათ, მატერიალური ზიანის დათვლისაგან განსხვავებით, მორალური ზიანის დათვლა საკმაოდ სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს და, აქედან გამომდინარე, რთულია საუბარია იმაზე, როგორ უნდა შეფასდეს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთით, გადასახლებითა და რეპრესირების სხვა სახით მიყენებული მორალური ზიანი“, – აცხადებს ქუცნაშვილი.
რეპრესირებულების საქმეზე სასამართლოს პრაქტიკასთან დაკავშირებით, ამ კონკრეტული მაგალითის საფუძველზე, დღეს ადვოკატები ზაქარია ქუცნაშვილი, მირზა მურმანიშვილი და ზაალ სარაჯიშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.