საზოგადოება
საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. 25 დეკემბერს საქართველოში რუსეთის ინტერესთა სექციაში „ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელისა და მოძრაობა „საქართველოს უკვდავი ჯარის“ კოორდინატორის, გულბაათ ვიქტორის ძე რცხილაძისთვის სამახსოვრო მედლის - „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავი“, გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
მედალი გადაეცემა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით.
„მადლობა გამორჩეულ მსოფლიო ლიდერს, ვლადიმერ ვლადიმირის ძე პუტინს! მადლობა მოძმე და დიდ რუს ხალხს! ეს ჯილდო ყველა ჩვენი ქართველი თანამებრძოლისაა! წარსულის ხსოვნით წინ, მომავლისკენ!“ - დაწერა ამის შესახებ რცხილაძემ თავის Facebook-პროფილში.
![]() |