პოლიტიკა
WikiLeaks - ტეფტი: შაშკინი რეკომენდაციას უწევდა ბაქრაძეს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე

vikiliqs4თბილისი. 8 სექტემბერი. საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის – ჯონ ტეფტის, შეტყობინებაშია ნათქვამი, რომელიც საიტმა „WikiLeaks“-მა გამოაქვეყნა. 2009 წლის 6 იანვრით დათარიღებულ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ელჩს ამ ვერსიაზე დიმიტრი შაშკინი ესაუბრა, რის შემდეგაც დიპლომატი გამოთქვამს ვარაუდს იმის შესახებ, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად შესაძლოა, დავით ბაქრაძე დაასახელოს.

ვიდრე კომენტატორები ამბობენ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება, თუ სააკაშვილი ხელისუფლებიდან წავა, ბაქრაძე შესაძლოა, მემკვიდრე გახდეს. შაშკინი ამბობს, რომ ის ჭკვიანია, დამოუკიდებელია და კარგად მუშაობს როგორც პარტიაში, ისე პარტიის გარეთ. შაშკინის თქმით, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი განიხილავს ბაქრაძეს ლიდერად. შაშკინმა, ასევე, ახსენა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი შეხვდა ბაქრაძეს ყატარში მანამდე, ვიდრე საკუთარი კაბინეტის შემადგენლობას გამოაცხადებდა. თუ ბაქრაძე მოიპოვებს სააკაშვილის მხარდაჭერას და „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ წევრთა ნაწილის გაერთიანებას მაინც, ის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდება“, – წერს აშშ-ის მაშინდელი ელჩი საქართველოში.