პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: დასკვნა, რომელიც სიცოცხლეზე მეტია!

   საკანონმდებლო ორგანომ „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა განიხილა და დასკვნასთან დაკავშირებით დადგენილება მიიღო.

   კომისიის დასკვნაში, რომელიც 500-მდე გვერდს მოიცავს, შეფასებულია 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობა.

საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მოყვანილი ფაქტების გაანალიზების საფუძველზე, პარლამენტმა დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა: ნაციონალური მოძრაობისრეჟიმის მიერ განხორციელებულ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას; „ნაციონალური მოძრაობისრეჟიმის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ მკვლელობებსა და ძალადობას, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების ხელყოფას; კორუფციას, ბიზნესის რეკეტისა და საკუთრების უფლების ხელყოფის უხეშ ფაქტებს; მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებას; საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს; მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობისადა მათთან დაკავშირებული პირების დესტრუქციულ საქმიანობას 2012–2025 წლებში.

კომისიის თავმჯდომარის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ქალბატონი თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, დასკვნა წიგნად გამოიცა და გუშინ კომისიის მიერ ყველა გამოკითხულს დაურიგდა.

   დასკვნა, რომელიც სიცოცხლეზე მეტია! მადლობა თეა წულუკიანს — ღვთისგან სიბრძნითა და დიდი გულით, ხალხის სიყვარულით დაჯილდოებულ ქალბატონს — სამოქალაქო გმირობისა და უზარმაზარი შრომისთვის! დიდი მადლობა კომისიის თითოეულ წევრსა და ტექპერსონალს — ყველას, ვინც ამ ისტორიული განაჩენის შექმნაში იღებდა მონაწილეობას“, - წერს ამასთან დაკავშირებით თავის Facebook-გვერდზესაქინფორმი-ს მთავარი რედაქტორი და გენდირექტორი არნო ხიდირბეგიშვილი, რომლის ჩვენებებიც ზემოაღნიშნული კომისიის მიერ გამოცემულ კრებულში რამდენიმე ეპიზოდთან დაკავშირებით შევიდა.