აქტუალური
რუსეთი „ბორჯომს“ იბრუნებს
rosia_vozvrashaetთბილისი, 8 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტები სამშაბათს კომპანია ბორჯომის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ამ კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად მინერალური წყლის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესაძლებლობა განიხილეს. ამის შესახებ რუსული გამოცემა „გაზეტა რუ“ ონიშჩენკოს უწყების მიერ გავრცელებული ცნობის საფუძველზე იუწყება. „როსპოტრებნადზორის სპეციალისტებმა კომპანიის წარმომადგენლებს აცნობეს რუსული მხარის მოთხოვნები ტექნიკური დოკუმენტაციის მიწოდების აუცილებლობის შესახებ, რომლებიც წარმოებასა და პროდუქციის უსაფრთხოების სისტემის უზრუნველყოფას აღწერს“, – ნათქვამია განცხადებაში. მასში, ასევე, აღნიშნულია, რომ ამ პროცედურის გავლის შემდეგ რუსი ექსპერტები წარმოების ინსპექტირებას მოახდენენ, გამოიკვლევენ პროდუქციის ნიმუშებს და შემდეგ განიხილავენ „ბორჯომის“ დაშვების საკითხს რუსულ ბაზარზე.