საზოგადოება
როგორც ცნობილია, მთავრობამ საქართველოს რკინიგზის, ელექტროსისტემისა და მაგისტრალური გაზსადენის აქციების საერთაშორისო ბირჟებზე გატანის გადაწყვეტილება მიიღო, რაც დაახლოებით, ერთი თვის წინ მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი. მაშინ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განმარტა, რომ ხელისუფლება ვარშავის, ლონდონის, ნიუ-იორკის ბირჟებზე აქციების მხოლოდ 20-25 %-ის გატანას გეგმავდა. მთავრობის მეთაურმა ისიც აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება კანონში ცვლილებების შეტანას მოითხოვდა, რადგან მოქმედი რეგულაციები აქციების საერთაშორისო ბირჟემზე გატანას ხელს უშლიდა.
საკანონმდებლო პროექტზე მსჯელობა პირველივე საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე დაიწყება.