სამართალი
60 წლის მამაკაცს 13 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ

iznasilovanieდედოფლისწყარო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. დედოფლისწყაროს რაიონში მცხოვრებ 60 წლის მამაკაცს მეზობლები 13 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ.

მეზობლები გოგონას მონათხრობზე დაყრდნობით ამბობენ, რომ მამაკაცმა არასრულწლოვანი ჯერ ოთახში ჩაკეტა, შემდეგ კი ძალის გამოყენება სცადა. ამ დროს გოგონამ მას ხელზე უკბინა და სახლში გაიქცა.

ბავშვის მშობლები მოითხოვენ, მამაკაცმა სოფელი სასწრაფოდ დატოვოს.

„ბავშვი დეპრესიაშია. სანამ მაგ მამაკაცს ეზოში ხედავს, ჩემი შვილი დეპრესიიდან ვერ გამოვა. მოვითხოვ, რომ მან სოფელი დატოვოს. მე არ მაქვს იმის ინტერესი, რომ ის ციხეში ჩავსვათ, აქედან წავიდეს“, – აცხადებს გოგონას დედა.

მამაკაცი გოგონას ოჯახისა და მეზობლების ბრალდებას უარყოფს.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას დედოფლისწყაროს პოლიცია აწარმოებს.