პოლიტიკა
საქართველოს პირველი ელჩი სამხრეთ კორეაში

korean-flagთბილისი, 7 სექტემბერი, საქინფორმი. სამხრეთ კორეის დედაქალაქში მუშაობას იწყებს ჩვენი ქვეყნის საელჩო. საქართველოს პირველი ელჩი სამხრეთ კორეაში ნიკოლოზ აფხაზავა გახდება.

პრეზიდენტმა ელჩის კანდიდატურა უკვე წარუდგინა პარლამენტს დასამტკიცებლად. ამჟამად აფხაზავა იაპონიაში საქართველოს საელჩოს უფროს მრჩევლად მუშაობს.

„ჩვენი დიპლომატიური დაფარვის ზონა იზრდება, – განაცხადა 6 სექტემბერს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილმა, – ძალიან მნიშვნელოვანია სამხრეთ კორეასთან ურთიერთობა, განსაკუთრებით, ეკონომიკური კუთხით, რადგან არის ძალიან დიდი შანსი და პერსპექტივა ინვესტიციების მოზიდვის“.