პუბლიკაციები
ლოურენს ვილკერსონი: „ენ-ჯე-ოები გატენილი იყვნენ ცსს-ს აგენტებით, რომლებიც ხალხს არწმუნებდნენ: არანაირი რუსები!“

 საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი და სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ლოურენს ვილკერსონი ამბობს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ჰყავდათ NGO-ები, რომლებიც ლიბერალურ დემოკრატიას იარაღად იყენებდნენ. ლოურენს უილკერსონმა უკრაინის მაგალითზე განიხილა, თუ როგორ მოქმედებდნენ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა და ჯარის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციების გამოყენებით ქვეყნის ნატოსთან დაკავშირების მიზნით. მისივე თქმით, ანალოგიური ქმედებები საქართველოშიც განხორციელდა.

ჩვენ ვიყიდეთ გაზეთების რედაქტორები, თავად გაზეთები, ტელეარხები, ზოგადად, კომუნიკატორები, არასამთავრობო ორგანიზაციები მათ წინააღმდეგ წავაქეზეთ, ხშირად მათ ეს არ იცოდნენ. ისინი ცსს-ს აგენტებით იყვნენ გატენილი და ჩვენ გავწვრთენით ისინი. ლიბერალური დემოკრატია იარაღად ვაქციეთ. ეს გავაკეთეთ საქართველოში, ყველგან გავაკეთეთ და ძალიან წარმატებულები ვიყავით. ძალიან წარმატებულები ვიყავით...“

მახსოვს, ზოგიერთმეკითხებოდა: „შენიაზრით, რატომ თქვეს ამ ქვეყნებმა უარი ნეიტრალიტეტზე და ნატოში გაწევრება მოისურვეს?“ გაინტერესებს - რატომ? ჩვენ შევქმენით მათი მთავრობები, ჩვენ ვუხდით მათ ფულს - ისევე, როგორც ჰენრი კისინჯერდა რიჩარდ ნიქსონჩილეში პროფკავშირების ლიდერებს, გაზეთების რედაქტორებსა და ბიზნესმენებს უხდიდნენ ფულს ალიენდეს მოსაშორებლად. ეს იყო მოდელი, რომელსაც ჩვენ უკვე ვიყენებდით და ის ევროპაში გავავრცელეთ.

და ჩვენ ამ ადგილებში ცსს არ გავუშვით გუნდების შემადგენლობაში. არავითარი მოსადიკის მოთვალთვალე კერმიტ რუზველტი არ არსებობდა. ესენი ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ, რომლებიც ლიბერალურ დემოკრატიას იარაღად იყენებდნენ ხალხის დასარწმუნებლად: ჯერ ერთი, არანაირი რუსები, არანაირი რუსები! და მეორეც, საუკეთესო დაცვა ლიბერალური დემოკრატიაა. და თუ ეს ლიბერალური დემოკრატიაა, მაშინ ესდა ეს უნდა გავაკეთოთ! და უპირველეს ყოვლისა, ნატოში გაწევრდეთ. ჩვენ (აშშ-ს - რედ.) ბევრი ქვეყანა გვჭირდება...