რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველომ „პარტნიორი" და "ნეიტრალიტეტი“ კი არა, მოკავშირე უნდა ეძებოს!

 საქართველოსთვის "დერეფნის" (ქართველი  პოლიტიკოსები რუსულად "კორიდორს" რომ ეძახიან) და "ნეიტრალიტეტის" კონცეფციები, მათი სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანა კატეგორიულად მიუღებელია, რადგანაც სუსტი  ქვეყნებისთვის უპატრონობას და დაუცველობას  ნიშნავს.

 იხ. ვიდეო: 2007 წლის 27 აპრილი, მოსკოვი, საქართველოს სახელმწიფო და სამხედრო ნეიტრალიტეტის პოლიტიკის ინიციატორი და პროექტის ავტორი, ქართველი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი, ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "საქინფორმის" გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი შეკითხვით მიმართავს  თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, არმიის გენერალ იური ბალუევსკის საქართველოსთვის ნეიტრალიტეტის მიზანშეწონილობის თაობაზე, რომელიც იმ დროს კრემლში აფხაზეთის დაბრუნების წინაპირობად განიხილებოდა.

 აი მაშინ იყო ნეიტრალიტეტისთვის საუკეთესო დრო! ერთ წელიწადში კი, ანუ 2008 წლის 7 აგვისტოს, ჩემმა პროექტმა, რომელზეც 2004 წლიდან ვწერდი (რის გამოც აშშ- ელჩმა რიჩარდ მაილსმა გამოსამშვიდებელ მიღებაზემისტერ ნეიტრალიტეტი" დამარქვა - იხ. ფოტო, „Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace“, 2005 წლის 25 ივლისი), ყველანაირი აზრი დაკარგა.

 დღეს, როცა სამხრეთ კავკასიისთვის დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, თურქეთი და სხვ. მძიმეწონიანებიიბრძვიან, ნეიტრალიტეტი საქართველოსთვის თვითმკვლელობის ტოლფასია და იმ გულუბრყვილო საცოდავის ბედს გაიზიარებს, კორიდის არენაზე ხარისა და ტორეადორის შუაში რომ აღმოჩნდება.

საქართველომ პირველ რიგში ნეიტრალიტეტიკი არა, არამედ მოკავშირე უნდა ეძებოს, ვინც დაეხმარება მას გაჭირვების ჟამს! მოკავშირე, და არა სტრატეგიული პარტნიორი ინვესტორი! როგორ შეიძლება, პატარა საქართველო და აშშ, პატარა საქართველო და ჩინეთი, პატარა საქართველო - ინდოეთი და ირანი სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ?! ამაში რუსეთს უნდა მივბაძოთ, რომელიც საქართველოზე დიდი და ძლიერი ქვეყანაა, მაგრამ ინდოეთსა და ჩინეთთან მეგობრობას თვალისჩინივით უფრთხილდება!“ - წერს თავის Facebook-გვერდზე საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი.

2025 წლის 6 დეკემბერი
საქინფორმი, თბილისი