საზოგადოება
თბილისი, 7 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, პირებს, ვინც, მინისტრის 12 ივლისის N453 ბრძანების საფუძველზე, სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე არ დარეგისტრირდა ან ვერ მიიღო სრული ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება და სურს სწავლის გაგრძელება უცხო ქვეყნების რომელიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ეძლევა სპეციალური სერიის მქონე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.