საზოგადოება
ვლადიმერ პუტინი: რუსეთი დონბასსა და ნოვოროსიას ნებისმიერ შემთხვევაში გაათავისუფლებს

 საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთი დონბასსა და ნოვოროსიას ნებისმიერ შემთხვევაში გაათავისუფლებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ინდოეთში ვიზიტამდე India Today-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ყველაფერი ამისკენ მიდის. ჩვენ ამ ტერიტორიებს ან სამხედრო ძალის გამოყენებით გავათავისუფლებთ, ან უკრაინული ჯარები ამ ტერიტორიებს დატოვებენ და იქ ბრძოლას შეწყვეტენ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ასევე, მისი თქმით, „რუსეთმა უკრაინას დონბასიდან ჯარების გაყვანა შესთავაზა, თუმცა კიევი ბრძოლას ამჯობინებს“.

ჩვენ მაშინვე ვუთხარით უკრაინასა და უკრაინელ ჯარისკაცებს: ხალხს თქვენთან ცხოვრება არ სურს, მათ რეფერენდუმი ჩაატარეს და ხმა დამოუკიდებლობას მისცეს. გაიყვანეთ თქვენი ჯარები და არანაირი საბრძოლო მოქმედებები არ იქნება. მაგრამ არა, მათ ბრძოლა ამჯობინეს“, - აღნიშნა პუტინმა.