აქტუალური
არარატ მირზოიანი: ხელი მოვაწერეთ სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის ახალ სტრატეგიულ დღის წესრიგს

 საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი აცხადებს, რომ დღეს ბრიუსელში სომხეთმა და ევროკავშირმა სტრატეგიული პარტნიორობის ახალი დღის წესრიგი გააფორმეს. ამის შესახებ მირზოიანი სოციალურ ქსელში წერს.

დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის ახალ სტრატეგიულ დღის წესრიგს, რის შედეგადაც ჩვენი პარტნიორობის დღის წესრიგმა სტრატეგიულ დონეზე გადაინაცვლა და ურთიერთობის ახალ თავს ვხსნით. ჩვენ უფრო ამბიციურ ფაზაში შევდივართ, საერთო ხედვითა და პასუხისმგებლობით, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიოთ“, – წერს მირზოიანი.

იქამდე გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ახალი დღის წესრიგი მოიცავს დახმარებას, რომელიც ხელს შეუწყობს სომხეთის ეკონომიკურ განვითრებას და ინსტიტუტების განმტკიცებას. სომხეთ-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგი ასევე მოიცავს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

როგორც მარტა კოსმა აღნიშნა, ევროკავშირი მხარს დაუჭერს სომხეთს მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ შესაძლო ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებაში, დეზინფორმაციასა და კიბერშეტევებთან ბრძოლაში. ამ მიზნით ევროკავშირი სომხეთს 12 მილიონ დოლარს გამოუყოფს.