საზოგადოება
გიური ცანავა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ გამგეობაში აირჩიეს

Canavaთბილისი, 6 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან საქინფორმს აცნობეს, დღეიდან გიური ცანავა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ გამგეობის (პოლიტსაბჭოს) წევრია.

„გიური ცანავა პარტიის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი (გუგე) ცანავას ძმაა, რომელიც 2011 წლის 17 ივლისს გარდაიცვალა.

გიური ცანავა აქტიურადაა ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში 1988 წლიდან, მონაწილეობდა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

1990 წლიდან აბაშის რაიონის პრეფექტად მუშაობდა ეროვნული მთავრობის დამხობამდე, შემდეგ კი სათავეში ჩაუდგა ზუგდიდში წინააღმდეგობის მოძრაობას „მხედრიონის“ წინააღმდეგ. გიური ცანავა აღნიშნული პერიოდის შემდეგ იდევნებოდა“, – ნათქვამია კორესპონდენციაში.