პოლიტიკა
თბილისი. 6 სექტემბერი. საქინფორმი. სესია ბიუროს სხდომით გაიხსნება, რომლის სხდომა 15:00 საათზე დაიწყება. ბიუროს სხდომაზე დეპუტატები მიმდინარე კვირის დღის წესრიგს განსაზღვრავენ.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მივლინებაში იმყოფება, რის გამოც ბიუროს სხდომას ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი წაიყვანს. საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე პარლამენტმა „საქართველოს კონსტიტუციასა“ და „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები უნდა განიხილოს, რომლებიც დეპუტატების რაოდენობის 190-მდე გაზრდას და მთელი რიგი საარჩევნო პროცედურების შეცვლას ითვალისწინებს.