აქტუალური
თბილისი, 6 სექტემბერი, საქინფორმი. მსოფლიოში ნავთობის ფასები ბოლო ვაჭრობის შედეგად შემცირდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ლონდონში „InterContinental Exchange Futures“-ზე Brent ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 0,05 აშშ დოლარით შემცირდა და 110,44 აშშ დოლარი შეადგინა.
ნიუ იორკში „New York Mercantile Exchange“-ზე Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 2,5 აშშ დოლარით 83,95 აშშ დოლარამდე შემცირდა.