აქტუალური
თბილისი, 6 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში 2011 წლის ზაფხულის განმავლობაში 231 129 641 კგ ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი განხორციელდა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 21 976 648 კგ-ით მეტია გასული წლის ანალიგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით.მიმდინარე წლის ზაფხულში განხორციელდა 106 126 398 კგ ბენზინისა და 125 003 243 კგ დიზელის საწვავის იმპორტი.
სულ მიმდინარე წელს, აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში 464 999 949 კგ ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტია განხორციელებული. მათ შორის, ბენზინი – 219 402 930 კგ და დიზელის საწვავი – 245 597 019 კგ.