საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. უპირველეს ყოვლისა, მოლდოვის, მონტენეგროს, დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის ევროკავშირში რაც შეიძლება სწრაფი გაწევრიანებით ჩვენ შეგვიძლია, ასევე დავეხმაროთ საქართველოს, რადგან ეს იქნება დამაჯერებელი არგუმენტი, რომ გაფართოება მართლა ხდება, – ამის შესახებ თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე, პანელურ დისკუსიაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, კუბილიუსს კითხვა დაუსვეს, როგორც შეუძლია ევროკავშირს, დაეხმაროს საქართველოს.
„საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ოლიგარქები ან კიდევ რა შეიძლება, ვუწოდოთ მათ, საქართველოში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში აკეთებდნენ გზავნილებს, რომ დაივიწყეთ გაფართოების შესახებ, რადგან ეს საერთოდ არ მოხდება. ახლა ჩვენ შეგვიძლია, ძალიან მკაფიო არგუმენტი, მტკიცებულება მოვიყვანოთ, რომ გაფართოება მოხდება და საქართველოს შეუძლია, დაუბრუნდეს გაფართოების პროცესს, რა თქმა უნდა, თუ საქართველოში მოხდება ცვლილებები“, – განაცხადა კუბილიუსმა.