პოლიტიკა
თბილისი, 6 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დავით ბაქრაძის ხელმძღვანელობით 6-8 სექტემბერს ახალ ზელანდიას ესტუმრება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ახალი ზელანდიის პარლამენტის სპიკერ ლოქვუდ სმიტთან, პარლამენტის უმრავლესობის ლიდერ სიმონ პაუერსა და პარლამენტის სხვა წევრებთან გამართავს შეხვედრებს.ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ბაქრაძის შეხვედრა ახალი ზელანდიის პარლამენტის საგარეო, თავდაცვისა და ვაჭრობის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ ჰეისთან.
საქართველოს პარლამენტის პრესცენტრის ინფორმაციით, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ვიზიტების ძირითადი მიზანია ორმხრივი კონტაქტების განვითარება წყნარი ოკეანის რეგიონის წამყვან სახელმწიფოებთან, რაც ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.