პოლიტიკა
საქართველოსთვის რუსეთის ბაზარს კონკურენტი არ ჰყავს...

gvino5თბილისი. 6 სექტემბერი. საქინფორმირუსული ემბარგოს შემდეგ ქართული ღვინის ექსპორტისგან მიღებულმა შემოსავალმა საგრძნობლად იკლო. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების მიუხედავად, რომელიც მან კახეთში მთავრობის გასვლით სხდომაზე გააკეთა, სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ღვინის ექსპორტის მოცულობა ჯერ კიდევ საგრძნობლად ჩამორჩება ემბარგომდე არსებულ მონაცემებს. უწყების ინფორმაციით, 2011 წლის შვიდი თვის მონაცემებით, ექსპორტირებული ღვინიდან შემოსავალი 27.51 მლნ აშშ დოლარია. ეს მაჩვენებელი ემბარგომდე 2005 წლის 12 თვეში 81 მილიონ დოლარს შეადგენდა.

როგორც საქინფორმი გუშინ იუწყებოდა, გასულ კვირას კახეთში სტუმრობისას საქართველოს პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ქართული ღვინის ექსპორტი ბელარუსში – შვიდჯერ, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში კი რვაჯერ გაიზრდება. „ამ მიმართულებით კვლავაც ბევრი რჩება გასაკეთებელი, განსაკუთრებით კი – ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთისა და აშშ-ის ბაზრების ასათვისებლად“, – განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც რუსულ ბაზარს ფლიდობასა და ყაჩაღობაზე აგებული ბაზარი უწოდა და რუსულ მხარეს ფალსიფიცირებაში დასდო ბრალი.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ შეკვეთის მიღების შემთხვევაში, ვიდრე საქართველო ბოთლებს იყიდდა და ღვინოს ჩამოასხამდა, რუსეთში ფალსიფიცირებულ, ვითომ ქართულ ღვინოს ყიდდნენ და ქართული მხარის შედეგი ამ შემთხვევაში იქნებოდა ნული. თუმცა, როგორც ხედავთ, ოფიციალური მონაცემები აშკარად მეტყველებს, რომ ჯერჯერობით საქართველოსთვის რუსულ ბაზარს კონკურენტი არ ჰყავს.