რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგშვილი: რატომ ვერ უმკლავდება დასავლეთი ივანიშვილს

   ყველაზე ცნობილ რუს პოლიტოლოგებსაც კი არ სჯეროდათ, როცა ვწერდი - ბიძინა ივანიშვილმა შექმნა შემდგარი სახელმწიფო საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ შორს არის სრულყოფილებისგან, მან უკვე აჩვენა თავისი უნარი, დაუპირისპირდეს კოლექტიურ დასავლეთს. დღეს ყველას შეუძლია რეალურ დროში ადევნოს თვალყური, თუ როგორ ახდენენ ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე ევროპიდან და ამერიკიდან, რომელიც თამამად პასუხობს შოკისმომგვრელი მხილებებით.

ასევე, ცოტას თუ სჯეროდა ჩემი პროგნოზის, რომ რუსეთს შეეძლო კოლექტიური დასავლეთის, ნატოსთვის წინააღმდეგობის გაწევა სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ დღეს ეს უკვე მომხდარი ფაქტია.

   არავინ დამიჯერა, როცა განვაცხადე - ლიბერასტულ-ნაცისტური თამაშების დრო დასრულდა და ივანიშვილი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას არ დაუშვებს - ისევე, როგორც არ დაუშვა ერდოღანმა თურქეთში, ალიევმა - აზერბაიჯანში, როგორც არ დაუშვებდა მსოფლიოში არცერთი ხელისუფლება, რომელიც თავის კონსტიტუციას პატივს სცემს. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, მოდელი, რომელსაც ივანიშვილი 13 წლის განმავლობაში კონსტრუქტორივით ჭანჭიკებით აწყობდა, ნებისმიერ აჯანყებას ჩაახშობდა, რადგან მთავარი სისტემაა და არა პიროვნებები. საქართველოს მოქალაქეებს სულაც არ სჭირდებათ მინისტრებისა და პარლამენტარების გვარების ცოდნა; საკმარისია იცოდნენ, ვინ არიან პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი. 4 ოქტომბერს ყველა დარწმუნდა, თუ როგორი პროფესიონალიზმით გააუვნებლა ხელისუფლებამ საქართველოში ყველაზე სერიოზულად მომზადებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.

   ჩემი არ ესმოდათ, როდესაც ვაფრთხილებდი - საქართველო მეტი აღარ იქნებოდა „ბავშვთა სამყარო“, სადაც ყველას ექნება ყველაფრის უფლება დემოკრატიის ნიღბის ქვეშ. ვაფრთხილებდი, რომ ივანიშვილი მარტო ქველმოქმედი არ გეგონოთ - ის, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გაანეიტრალებდა რადიკალური ოპოზიციის ყველაზე მავნე ლიდერებს, როგორებიც არიან სააკაშვილი, გვარამია და სხვები - სულ რვას, რომელთა წინააღმდეგაც გუშინ ყველაზე მძიმე მუხლებით სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. რა აზრი აქვს ქველმოქმედებას, თუ სახელმწიფო დაინგრა?! თუმცა, გულუბრყვილო ქართველების ყურადღება მიიპყრო „ტაბელურმა“ მარიონეტმა გახარიამ, ზომბებმა ახალაიამ და ზოდელავამ, რუსთაველის პროსპექტზე შლეგებად ქცეულმა ახალგაზრდებმა - უცხოელმა აგენტებმა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ლგბტ-თემიდან და გონებრივად ჩამორჩენილმა ბარამიძემ და ბესელიამ. გუშინ ამ უკანასკნელმა, პროპაგანდისტული „ჭუტავიის“ (რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა დაიხუროს კეზერაშვილის „ფორმულასთან“ ერთად!) ეთერში „სექსისტური“ განცხადება გააკეთა: აქაოდა, ბიძინა ივანიშვილს შიგნიდან ვიცნობ, მაგრამ არ მესმის მისი ლოგიკა - რაში დასჭირდა ახლა რვა ოპოზიციური ლიდერის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაო?!

ეს აბსოლუტური ბრიყვი, რომელსაც საქართველოში შემთხვევით როდი „ბოსელია“ შეარქვეს, ვერ ხვდება ელემენტარულ რამეს: როგორც არაერთხელ მითქვამს, ივანიშვილმა განზრახ დაიწყო თავისიანებით - აღძრა სისხლის სამართლის საქმეები ექს-პრემიერ ღარიბაშვილის, თავდაცვის მინისტრის ბურჭულაძის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ლილუაშვილის და სხვა, უფრო დაბალი რანგის სახმოხელეების წინააღმდეგ, რათა შემდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაეწყო ოპოზიციის ლიდერების - სააკაშვილის, ვაშაძის, გვარამიას, მელიას, ჯაფარიძის, ხოშტარიას, ხაზარაძის და მეორე ჯაფარიძის წინააღმდეგ. დღეს რომელი გონებაჩლუნგი გაბედავს სახელმწიფოს უმაღლესი ხელმძღვანელების დაპატიმრებების, მათი სახლების ჩხრეკის შემდეგ ივანიშვილის ოპოზიციის ლიდერების მიმართ უსამართლობაში დადანაშაულებას?!

   ბრალდებებიცაა და ბრალდებებიც - ერთია კორუფცია (ბურჭულაძე და დანარჩენები) ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება გამდიდრების მიზნით (ღარიბაშვილი), რაშიც დადანაშაულებული არიან აწ უკვე ყოფილი ამ ქვეყნის მბრძანებლები, და სულ სხვაა სამშობლოს ღალატი, შპიონაჟი და საბოტაჟი, რაშიც დადანაშაულებული არიან ოპოზიციის ლიდერები. აი ამიტომაც გამართლდა ჩემი მეორე პროგნოზიც - ყოველთვის ვაცხადებდი, რომ სააკაშვილი გარეთ ვერასოდეს გამოვა, მის წინააღმდეგ გამზადებულია საქმეები, რომლებიც რამდენიმე სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს და ისინი ერთმანეთის მიყოლებით გააქტიურდება, და არა ყველა ერთდროულად, რათა უფრო ხანგრძლივმა სასჯელმა უფრო მცირე არ შთანთქოს.

   აი ამიტომაც ვერ უმკლავდება კოლექტიური დასავლეთი ივანიშვილს, რადგან ძალა სიმართლეშია და არა დასავლეთში. ისინი, ვინც საკუთარ ხალხს ეყრდნობიან, უძლეველნი არიან, უფესვო სარეველებს - უცხოური გავლენის უსამშობლო აგენტებს - ასეთი ძალა არ გააჩნიათ.

არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო- ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ გენდირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და ინფორმაციული პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2025 წლის 7 ნოემბერი
საქართველო, თბილისი