პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: „რუსეთის მიერ ემბარგოს დაწესების შემდეგ ღვინის ექსპორტი მრავალჯერ გაიზარდა“

misha2აჭარა, 5 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძემ ქედაში მშენებარე „აჭარული ღვინის სახლი“ დაათვალიერეს, რომელიც ღვინის ქარხნის გარდა ჩხავერის ჯიშის ვენახს, ღვინის სადეგუსტაციო დარბაზებს, მარანსა და რესტორანს მოიცავს.

„ეს არის საუკეთესო ქართული ღვინო, რაც კი ოდესმე გამისინჯავს. ჩხავერი სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ცნობილ ქართულ და ევროპულ ვაზის ჯიშებს. საინტერესოა, რომ რუსეთის მიერ საქართველოსთვის ემბარგოს დაწესების შემდეგ ჩვენი ღვინოების ექსპორტი მრავალჯერ გაიზარდა. მაგალითად, უკრაინაში ადრე მილიონი ბოთლი თუ გადიოდა, წელს 8 მილიონი გავა, გაისად კი – 10, ასევეა ბელორუსიაში და მრავალ სხვა ქვეყანაში“, – განაცხადა სააკაშვილმა.